ქართველი ფეხბურთელები მოედანზე წარწერით: "დიცი და დვანი საქართველოა!" გავლენ
სპორტი - 21:59, 04 Oct, 2013     4635

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 6 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მატჩების ლოზუნგი იქნება „დიცი და დვანი – საქართველოა“. უკვე დამზადებულია მაისურები შესაბამისი წარწერით, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია:

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ, როგორც საქართველოში ფეხბურთის მმართველმა უპირველესმა ორგანომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იმ განუზომელი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ამ ქართულ სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ხორციელდება. 

ფეხბურთი ყოველთვის იყო ერებისა და ხალხების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა, რომელშიც ადგილი არ ჰქონდა ეროვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხალხის დაყოფასა და ჩაგვრას. 

ქართული ფეხბურთის უდიდესი თარიღი - 1981 წლის 13 მაისი, სწორედ, ორმა დიდმა ქართველმა - ეროვნებით აფხაზმა ვიტალი დარასელიამ და ეროვნებით ოსმა ვლადიმერ გუცაევმა შექმნეს. დღეს, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები კი, ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასა და წუხილს იწვევს. 

ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, რომლებიც 6 ოქტომბერს, საქართველოს ექვს ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, განმუხურში, მარტვილსა და მცხეთაში ჩატარდება, ლოზუნგით „დიცი და დვანი - საქართველოა“ - გაიმართება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სწორედ, ამ წარწერის მქონე მაისურებით დაიწყებენ და ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42