ისრაელის რამდენიმე ქალაქში ქართველი ემიგრანტები დააკავეს
სამართალი - 18:35, 12 Jun, 2019     1415

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

ისრაელში, საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება.

ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პატიმრობას გადაურჩნენ სპეცოპერაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებენ. კადრებში ცარიელი სამუშაო სივრცე ჩანს. როგორც ისინი ამბობენ, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავეს. მათი თქმით, პრობლემები მხოლოდ ქართველებს ექმნებათ.

„შუაღამისას შევარდნები, სამსახურებში შევარდნები. უკრაინელები, რუსები გაატარეს, ქართველები დაიჭირეს 30 კაცი. ახლაც რეკავენ ქუჩაში დააკავეს ბიჭები,“-ამბობს ემიგრანტი.

მათი თქმით, დაკავებული ქართველების დეპორტაცია არ ხდება. ემიგრანტები სადეპორტაციო სამსახურის ნაცვლად ციხეებში გადაჰყავთ, სადაც რთული პირობებია და შესაძლებელია იქ დარჩენა თვეები მოუწიოთ.

ქართველი ემიგრანტების განცხადებით, საქართველოს საელჩო ისრაელში, დაკავებაზე რეაგირებას არ ახდენს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ამ დაკავებების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„ეს დეპორტაცია ბოლო ერთი კვირა არის ქართველების მიმართ ძალიან არის გახშირებული. მიზეზი არის ის, რომ ვითომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სახელმწიფოშიო.

ეს შექმნა საქართველოს მთავრობამ, რომ ჩვენ ვითომ აწყობილი გვაქვს საქართველოში საქმე, რა უნდა ჩვენს ხალხს და რატომ ითხოვენ თავშესაფარს. ეს ხალხი ყველა გადაჰყავთ ციხეში, შეიძლება ერთი თვეც მოუწიოს იქ ყოფნა. აცვიათ ჩვეულებრივი პატიმრის ფორმები, არანაირი დეპორტაცია არ ხდება, არიან მშივრები. ადამიანი დაიჭირეს, არალეგალი იყო, უნდა გადაიყვანონ სადეპორტოში და დააბრუნონ, მაგრამ არა, გადაჰყავთ ციხეში, ჰყავთ ციხეში, წყალი არაა, ერთ ბოთლს თუ მოგიტანენ, ერთი ბუტერბროტია და მშივრები არიან.

საელჩოსთან დაკავშირებას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი რეაგირებას არ გააკეთებს და მეორეც საელჩო იმას გეტყვის, რომ არალეგალი რომ ხარ ხომ იცი ასე იქნებოდაო,“-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

"კურიერი" დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს ისრაელში, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ისრაელში მოქალაქეების დაკავება მიმდინარეობს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩატარებული გეგმიური რეიდებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42