შსს არჩევნების მეორე ტურის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სამართალი - 17:56, 11 Jun, 2019     922

შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

"2019 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ბ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით.

საქმეზე გამოკითხულ იქნა ა.ბ., რომელმაც განმარტა, რომ მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით ახორციელებდა ვიდეოგადაღებას, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს იქ მყოფმა პირებმა, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ხსენებულ დროს ა.გ.-მ ა.ბ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა მას ვიდეოგადაღებაში, რა დროსაც, მოწმე ა.ბ.-ს განმარტებით, მას შემთხვევით მოხვდა ა.გ.-ს ხელი სახის არეში.

ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ა.ბ.-ს თანმხლები პირი - ე.კ., რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია ა.ბ.-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ფაქტის შემსწრე მოწმეთა გამოკითხვა და ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, შესწავლილ იქნება ინციდენტში მონაწილე პირთა მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42