არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
თოდუა ამბობს, რომ სამართალდამცავებისა და უცხო პირების მხრიდან, საქართველოში ყოფნისას, არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
ადვოკატის თქმით, ისინი ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ იულია სუსლიაკი მათი დედა არ იყო და მათ გასაყიდად ამზადებდნენ. თოდუას განცხადებით, ბავშვები, განსაკუთრებით, 11 წლის გოგონა ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.
"ბავშვი აცხადებს, რომ მასთან უცხო პირები შემოდიოდნან და პოლიციის ფორმაში გამოწყოვილები ეუბნებოდნენ შენ ნაყიდი ხარ, დედაშენს შენი გაყიდვა უნდოდაო"- აცხადებს ადვოკატი.
არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული სუსლიაკის ადვოკატი 36 წლისქალის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






