სამტრედიის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი და უგონოდ მყოფი 2 პირი აღმოაჩინეს. ადგილობრივების თქმით, სახლში 4 პირი ცხოვრობდა 3 ხანშიშესული ქალი, რომლებიც დები იყვნენ და ერთ-ერთი დის შვილი, 29 წლის ქალი.
კორპუსის მაცხოვრებლები მძაფრს სუნს რამდენიმე დღე უჩიოდნენ, თავდაპირველად მათ ეჭვი გაზის გაჟონვაზე მიიტანეს და შესაბამისი სამსახურებიც გამოიძახეს, თუმცა გაზის გაჟონვა არ დადასტურდა, ბინაში მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა კი კარი არ გააღო. მას შემდეგ რაც სუნის გავრცელება ისევ გაგრძელდა, ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს, რომლებსაც კარი შესაბამისი ხელსაწყოებით გააღეს, ბინაში კი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი და უგონოდ მყოფი რამდენიმე პირი აღმოაჩინეს, ქალი რომელიც კარს არ აღებდა, ადგილობრივების თქმით, აგრესიულად იყო განწყობილი და შესაბამისმა სამსახურებმა ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებობს ვერსია, რომ ოჯახის წევრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






