"ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გუკა რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმის „თეთრი მაგნოლიას" ეპიზოდზე მოწმის სახით იკითხება.
"ჩემთვის ბრალის წაყენება მოულოდნელი იყო და დღესაც მოულოდნელია. როცა გავერკვიე, თუ რაში მქონდა ბრალი წაყენებული, მე თვითონ ჩავბარდი პოლიციას, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზემა განაცხადა.
ომის გამო მიწის ღირებულება 10%-ით შემცირდა. 2008 წლის შემდეგ დაიწყო კრიზისი. თანხები ყველა ობიექტის მშენებლობას ვერ ხმარდებოდა. კრიზისის მართვის გამოცდილება ვერ გვექნებოდა, ვინაიდან ასეთი გამოცდილება ქვეყანაში არ არსებობდა. შეცდომები დაშვებული გვქონდა და ამ შეცდომებმა ნაწილობრივ განაპირობა, რომ დღეს ხალხი დაზარალებულია. არც ერთი გარემოება ჩვენ ხელში არ იყო, რაც ამ კრიზისს განაპირობებდა.
მითვისება, გაფლანგვა, ასეთი ბრალდება ადეკვატური არ არის", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






