დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკცი ნაბშვს წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა.
"კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა"- აცხადებს ბავშვის ბებია.
მისი თქმით, საქმეში დევს ტელეფონით გადაღებული ვიდეო, სადაც სექსუალური შევიწროების ნიშანია.
მასწავლებელს უფლება-მოსიილება შეუწყდა.
გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
"27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინ ისტროიში.
მასალის გამოყენების პირობები






