"არ გამართლდა ბრალდების პოზიცია, თითქოს ორივეს ერთდროულად ჯგუფურად ჰყავდა მოკლული დავით სარალიძე" - კაკაბაძე
სამართალი - 13:37, 03 Jun, 2019     1195
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, არ გამართლდა ბრალდებულის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ორივე მსჯავრდებულს ჰყავდა ერთდროულად ჯგუფურად მოკლული დავით სარალიძე. ადვოკატის განცხადებით, საქმე არ არის სწორად გამოძიებული და საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში რეალური დამნაშავეების მისაცემად არაფერი გააკეთა:


„ჩვენ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ არ ჰყავდა მოკლული დავით სარალიძე, თუმცა, მას ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, ანუ მიიჩნია, რომ სხვა პირები მონაწილეობდნენ დავით სარალიძის მკვლელობაში. ეს არის ცალსახა და პირდაპირი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვაპელირებდით, რომ რეალურად დამნაშავე პირები ანუ პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში.“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა მას გაეზარდა სასჯელის ზომა და ის 11 წლით და 3 თვით განესაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42