კატა-სამურაი, რომელმაც კიშიგავას სარკინიგზო ხაზი გადაარჩინა
ეს საინტერესოა - 19:33, 02 Jun, 2019     1927

იაპონიაში კატა ტამამ სამურაის წოდება და "კიშიგავას სარკინიგზო ხაზების სამუდამო და საპატიო უფროსის" ტიტული მიიღო. იგი მუდმივად პატარა სადგურ იდასიკოზე იმყოფება და სიამოვნებით პოზირებს ტურისტებისთვის, ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებით პატარებს, ხელში აყვანის ნებართვასაც აძლევს.

კატას მუდმივად თან ახლავს სადგურის ერთერთი თანმშრომელი, რომელიც მხოლოდ მაშინ ერევა პროცესში, როდესაც მას პატარა ზომის რკინიგზელის ფორმის ქუდი ჩამოუცურდება ხოლმე.

საქმე იმაშია, რომ ტამამ კიშიგავას სარკინიგზო ხაზი დახურვას გადაარჩინა.

ტამა ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდა რკინიგზის პატარა სადგურ კიშის მახლობლად და სადგურის თანამშრომელთა და სტუმრების საყვარელი არსება იყო. მას სადგურის მახლობლად მდებარე მარაზიის მეპატრონე უვლიდა. იაპონიის ეს პრეფგექტურა ცნობილია მონასტრებითა და ტაძრებით, შესამაბისად მასზე ბევრი მომლოცველტა მარშრუტი გადის.

თუმცა, 2006 წლისთვის რკინიგზის ეს ხაზი არარენტაბელური გახდა და Wakayama Electric Railway-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ხაზები გაეუქმებინა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამან საგონებელში ჩააგდო და მათ ოფიციალური თხოვნით მიმართეს კომპანიის პრეზიდენტს მიცონობო კოძიმეს, რომ ხაზები არ გაეუქმებინა, ხოლო მაღაზიის მფლობელმა მას კატა ტამა მიუყვანა და სთხოვა, მასზე ეზრუნა, რადგან რკინიგზის გაუქმების შემდეგ იგი იძულებული იქნებოდა მაღაზია დაეკეტა და სხვაგან გადასუყლიყო.

კომპანიის პრეზიდენტს ისე მოეწონა პატარა ცხოველი, რომ რკინიგზის ხაზების გაუქმება გადაიფიქრა და მეტიც - მას რკინიგზელის ფორმა შეუკერა და ამ ხაზების "სამუდამო და საპატიო უფროსის" თანამდებობაზე დანიშნა.

ტამას ერთადერთი მოვალეობა აქვს - რკინიგზის მომხმარებელთა რიცხვის გაზრდა, რასაც იგი წარმატებით ართმევს თავს - იგი სარკინიგზო ხაზების ჭეშმარიტი სახეა და მრავალ სარეკლამო რგოლშია გადაღებული. ასევე მაღაზიებში უამრავი სხვადასხვა სახის სუვენირი იყიდება, ტამას გამოსახულებით. სანაცვლოდ იგი საკვებით შეუზღუდავად მარაგდება.

ტამას კარიერა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ პრეფექტურის გუბერნატორმა იგი სამურაის წოდებით დააჯილდოვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42