რა საფრთხეს გიქმნით და როგორ ანგრევს თქვენს ბიოველს მოშურნე ადამიანის მზერა
ეს საინტერესოა - 16:32, 31 May, 2019     3685

ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ. ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა ძილშიც კი ხდება.

თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, დისკომფორტს განიცდით ან ღიზიანდებით, ესე იგი, ეს პიროვნება თქვენგან ენერგიას „იწოვს“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნით გარკვეულ პრობლემებს.

ბიოენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ მისი აღდგენა აუცილებელია. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები”, საიდანაც ძალა გამოედინება. დაკარგული ენერგიის შევსება კი ნათესავების, ახლობლებისა და გარემოცვის ხარჯზე ხდება.

მშვიდ, მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ, გააბრაზონ და ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი ყველაზე ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია „გამოქაჩო“. დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის „საკვებად“ წაიღო.

მსხვერპლად ან ენერგოვამპირად რომ არ იქცეთ, აუცილებელია, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აკონტროლოთ, დროდადრო შეავსოთ ის და სწორად მართოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით. ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია იოგის, რელაქსაციის, მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც. აგრეთვე, კარგია ბალახზე ფეხშიშველი სიარული, გამდინარე წყლის ან ცეცხლის დიდხანს ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.

გათვალვა კი შესაძლოა, სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. საკმარისია ავი მზერა, რომ ადამიანი იღებს თვალს, მაგრამ სინამდვილეში თვალი, როგორც ორგანო, არაფერ შუაშია. ადამიანის შინაგანი ბიოენერგია კიდურების საშუალებით გამოსხივდება, მაგრამ ყველაზე ძლიერად, ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალები გამტარების ფუნქციას ასრულებს, მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს.

შინაგანი განწყობა მოდულირდება ენერგეტიკულ დამცავ გარსზე და გავლენას ახდენს აურაზე, აბჯარში ჩნდება ნახვრეტები, რომლებიც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს და უარყოფითი ენერგეტიკული ველი ორგანიზმამდე აღწევს. ამ არხებით კი კარგად სარგებლობენ ენერგოვამპირები. ისინი ორგანიზმიდან ან მისი ცალკეული ორგანოებიდან ენერგიას ქაჩავენ. შედეგად კი, ჩნდება დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან.

თავისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანმა შესაძლოა, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს, მაგრამ ამის შესახებ მას წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, რომლებმაც საზოგადოებაში გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიეს. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული მოშურნეთა მზერა. ეს კი მოქმედებს მათ ბიოველზე და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება. თუმცა, თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე ავი მზერა გავლენას ვერ ახდენს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ორგანიზმში სუფთა სახით აგროვებენ. შინაგანი ძალა და სუფთა ბიოველი კი ადამიანის ორგანიზმს კარგად და საიმედოდ იცავს ბიოთავდასხმებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42