რა გელოდებათ ივნისში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 14:16, 30 May, 2019     15218

ვერძი - ფრთხილად იყავით ახალი საქმის წამოწყებისას. უმჯობესია, რომ ცოტახნით თავი დაანებოთ ახალი იდეების განხორციელებას, რადგანაც წარუმატებლობაა მოსალოდნელი. ახლა დასვენების, ძალების აღდგენის დრო დადგა. მიეცით თავს განტვირთვის საშუალება.

კურო - გამოიწვიეთ საკუთარი თავი. შესაძლოა, წარმატება სწორედ ისეთმა საქმემ მოგიტანოთ, რაც ჯერ არ გიცდიათ და რაც თქვენთვის უჩვეულოა. დაივიწყეთ სიჯიუტე და მოუსმინეთ სხვა ადამიანებსაც. შესაძლოა, მათგან სასარგებლო და წარმატების მომტანი რჩევები მიიღოთ.

ტყუპები - ივნისი თქვენთვის თავგადასავლების ეტაპია. ცხოვრება ყველა მიმართულებით საინტერესო და წარმატების მომტან შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. მთავარია, არ იზარმაცოთ, დაინახოთ შესაძლებლობები და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები.

კირჩხიბი - ახლა დასვენების დრო არ არის. უნდა იაქტიუროთ, რათა უფრო წარმატებული გახდეთ. ივნისი კარიერული წინსვლისთვის იდეალური თვეა და შესაძლოა, მოულოდნელად დაგაწინაურონ, ან ხელფასი გაგიზარდონ. კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ლომი - ეცადეთ, იყოთ უფრო მეტად კრეატიულები. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ივნისი პრობლემების დაძლევის თვე იქნება. შეინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ქალწული - თქვენზე სექტემბრამდე ყველაზე დიდ გავლენას გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი მოახდენს და პოზიტივს უკვე ივნისიდან იგრძნობთ. იქნებით ენერგიულები, უფრო მიზანსწრაფულები და სპონტანურები, რაც, როგორც წესი, არ გჩვევიათ. გირჩევთ დაალაგოთ პრიორიტეტები და პირველ რიგში ის საქმე გააკეთოთ, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდება.

სასწორი - თქვენს ცხოვრებაში ახლა მთავარი სიყვარულია. ივნისი პაემნებით, რომანტიკული სიურპრიზებით იქნება სავსე და თუ დაქორწინებული არ ხართ, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა მიიღოთ. ივნისში იქნებით იმაზე რომანტიკული, ვიდრე ოდესმე.

მორიელი - ახლა ყველაზე მეტად ხმაურიანი წვეულებები, გართობა გჭირდებათ. მეგობრები თქვენზე დადებით გავლენას მოახდენენ და ცხოვრებაში პოზიტიურ ვიბრაციებს შემოიტანენ. უბრალოდ დატკბით თითოეული წამით.

მშვილდოსანი - მმართველი პლანეტა, იუპიტერი სექტემბრამდე თქვენი კარიერის სახლში იქნება, ასე რომ გილოცავთ, კარიერული წარმატება უბრალოდ გარდაუვალია. ყველაფერი იმაზე კარგად აეწყობა, ვიდრე ელოდებით. მეგობრებმა, შესაძლოა, იმედი გაგიცრუონ, მაგრამ ეს მიიღეთ სამყაროსგან შეტყობინებად, რომ მხოლოდ მათ ემეგობროთ ვინც მართლა მხარს გიჭერთ.

თხის რქა - თქვენი ლიდერული უნარები კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება. ამას გარშემომყოფები დაინახავენ და დააფასებენ. შესაძლოა, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობა შემოგთავაზონ.

მერწყული - ეცადეთ გაექცეთ პერფექციონიზმს, იდეალურობის სურვილს და იცხოვროთ მარტივად. ასე უფრო მეტი წარმატება გელოდებათ. ისაუბრეთ თამამად თქვენი იდეების შესახებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მათ განხორციელებას.

თევზები - დაფიქრდით იმაზე, თუ რას ელოდებიან გარშემომყოფები თქვენგან და რა გსურთ თქვენ სინამდვილეში. იმოქმედეთ საკუთარი სურვილების შესაბამისად. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით ბედნიერი.




წყარო: Trend.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42