არასრულწლოვანი ჩვენებაში ქოჩიშვილსა და კიდევ სამ პოლიციელს ადებს ხელს და ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენრს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
დაკავებულ სამართალდამცველთან ცოტა ხნის წინ, მისი ადვოკატი შევიდა, რუსთავის იზოლატორში მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები უკავშირდება დაზარალებული მოზარდის ადვოკატის ინტერესებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონსტანტინე ქოჩიშვილი თავს ცნობს სრულიად უდანაშაულოდ. დაკავება განხორციელდა სრულიად არადამაჯერებელი მტკიცებულების, კერძოდ ერთი დაზარალებული მოწმის ჩვენების საფუძველზე. ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულის უფლებადამცველი გიორგი სიხუაშვილი არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების ადვოკატი და ეს პოლიციელები არიან ის პოლიციელები არიან ის პირები, რომლებსაც ამ სისხლის სამართლის საქმეში, კონკრეტულად ეს დაზარალებული უთითებს, რომ ამ პირებმა განახორციელეს მის მიმართ დანაშაული. შესაბამისად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც მის მიმართ მიზანმიმართულ დისკრიმინაციას,“-განაცხადა დაკავებული პოლიციელის ადვოკატმა გიორგი გოგინავამ.
დაზარალებული მოზარდის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ ქოჩიაშვილს ის არ იცნობს და მასთან შემხებლობა არასოდეს ჰქონია.
„ქოჩიაშვილის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მისი დაკავების შემდეგ გახდა ჩემთვის მისი სახელი და გვარი ცნობილი და თუ როგორ გამოიყურებოდა ის. მოვითხოვ პროკურატურისგან დღესვე იქნას დაკავებული ყველა ის პირი, მწამებელი პოლიციელი, დაწყებული აკაკი უგრეხელიძიდან, დამთავრებული რიგითი, ყველა ვინც კი მონაწილეობდა ამ ბავშვის გაუპატიურების მცდელობაზე და ბოთლზე დასმაზე,“-განაცხადა ფრიდონ სიხარულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






