ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი დააკავეს
სამართალი - 20:50, 24 May, 2019     1664

ამ წუთებში ახალქალაქში დაძაბული ვითარებაა - "ნაციონალური მოძრაობის" ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის მხარდამჭერი, კიმ კუნგოიანი. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს.

აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 02:00 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. როგორც რაისიანი განმარტავს, ჩხრეკას მხოლოდ დაკავებულის დედა ესწრება და სახლში სხვას არავის არ უშვებენ. რაისიანის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულს სახლში ჩხრეკისას იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდონ.

დაკავებული კუნგოიანის სახლთან იმყოფებიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, პოლიცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს.

პოლიციას კუნგოიანის დაკავების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, კუნგოიანის ახლობლები კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტი აქციებს აანონსებენ.

"რუსთავი 2"-თან საუბრისას, აშოტ რაისიანი იხსენებს, რომ კუნგოიანი დაახლოებით ნახევარი წლის წინაც დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მას 24 საათი ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა მაშინ მისი გათავისუფლება მოხერხდა. რაისიანი კუნგოიანის შევიწროვებას, დაკავებულის პოლიტიკურ სიმპატიებს და ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირებს.

წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42