7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ ორსულობის დადგომის დროს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, - აცხადებს შსს-ში.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ. მისი თქმით, არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.
კითხვაზე, აღიძვრება თუ არა მამის წინააღმდეგ სისხლის სასამართლოს საქმე, თოლორაიამ უპასუხა რომ „შესაძლოა აღიძრას“.
„აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება მტკიცებულებები მოპოვება და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების მომენტში ნამდვილად იყო 15 წლის და 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






