ტყუპების სეზონი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ეს საინტერესოა - 12:04, 24 May, 2019     3971

მზე 21 მაისიდან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია, სადაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იქნება. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს პერიოდი თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დადებით ვიბრაციებს შეიტანს. ვნახოთ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები, რა გელოდებათ ერთი თვის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ვერძი - იყავით კიდევ უფრო თამამები, გამბედავები და აქტიურები, გამოიყენეთ შესაძლებლობები და ნახავთ, რომ წარმატება არ დააყოვნებს. მომდევნო ერთი თვე მხიარული და ბედნიერი დღეებით იქნება სავსე, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას პოზიტივით აავსებენ.

კურო - იყავით უფრო მიზანსწრაფულები და გირჩევთ, კონცენტრირდეთ დეტალებზე. იგრძნობთ, რომ უფრო მეტის გაკეთების ძალა შეგწევთ. არ მოდუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე დიდი წარმატების მომტანი შესაძლებლობა გაუშვათ ხელიდან.

ტყუპები - დაბადების დღეს გილოცავთ, ტყუპებო. მომდევნო ერთი თვე თქვენი წარმატების თვეა. იქნებით უფრო მიმზიდველები და მომხიბვლელები. მარტივად მოექცევით გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში. უფრო მეტად დაგაფასებენ, თქვენს ნიჭს აღიარებენ და ელოდეთ, რომ ფარული თაყვანისმცემელი გრძნობებს გაგიმხელთ.

კირჩხიბი - განსაკუთრებით გააქტიურებული იქნება თქვენი ინტუიცია. ენდეთ მას და გვაერწმუნეთ, აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას ბევრს ნუ იფიქრებთ, გამოიჩინეთ სპონტანურობა.

ლომი - გირჩევთ უფრო მეტ დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. განტვირთვა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაღლილობისა და სტრესის გამო სამსახურში პრობლემები შეგექმნათ. აუცილებლად გამონახეთ დრო რელაქსაციისთვის და დაკავდით იმ საქმით, რომელიც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ.

ქალწული - მომდევნო ერთი თვე თქვენთვის ფინანსური წარმატების მომტანი იქნება. აუცილებლად გაიზრდება შემოსავალი. ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი ხართ და ეს შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ. იქნებით უფრო მეტად თავდაჯერებულები, რაც წარმატებას განაპირობებს.

სასწორი - ასტროლოგები გირჩევენ, რომ დატოვოთ კომფორტის ზონა, გააკეთოთ ის საქმე, რომელიც გაშინებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით წარმატებულები. თუ ასე არ მოიქცევით, ბედნიერების, თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შანსს დაკარგავთ.

მორიელი - ეს ვალების გასტუმრების ეტაპია. ეცადეთ მთელი შემოსავალი ვალების გასტუმრებას მოახმაროთ. ნუ უგულებელყოფთ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარსკვლავები წარმატებას ვერ გპირდებიან.

მშვილდოსანი - თქვენთვის მომდევნო თვეც წარმატებული იქნება. შეძლებთ თქვენი ინტელექტის, შესაძლებლობების გამოვლენას. განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობა იქნება წარმატებული. პარტნიორთან იგრძნობთ უფრო ღრმა კავშირს.

თხის რქა - უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა გჭირდებათ, რადგანაც შესაძლოა სისუსტე იგრძნოთ. დაუთმეთ დრო გაჯანსაღებას. აუცილებლად შეცვალეთ ყოველდღიური რუტინა და დაკავდით ფიზიკური აქტივობით.

მერწყული - თქვენს ცხოვრებაში განახლების, ოცნებების ასრულების ეტაპი იწყება. ბევრი მხიარული და ბედნიერი დღე გელით. შესაძლოა, ახალი სიყვარული იპოვნოთ. სამყარო თქვენ გარშემო იტრიალებს. უბრალოდ, დატკბით ცხოვრებით.

თევზები - არ უღალატოთ თქვენს პრინციპებს და კიდევ უფრო მეტად დაიჯერეთ ოცნებების ახდენის. ნახავთ, რომ ცხოვრებაში სასწაულები ხდება და ახლა რომ მიუღწეველი გგონიათ, რეალობა გახდება.




წყარო: Trend.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42