ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმე - რას ამბობს ოთარ ფარცხალაძე
სამართალი - 14:22, 23 May, 2019     1596
ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმე - ყოფილ მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დღეს სასამართლოში მივიდა.
ბრალდების მხარემ წარადგინა საქმის მასალები და მომხდარის შესახებ გამოძიების ვერსია.
"ბრალს არ ვაღიარებ"- თქვა ფარცხალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. მას 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან "ელ ცენტროში" მომხდარ ინციდენტს. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა.

ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი, რომელზეც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, 28 მაისს ჩაინიშნა.

სასამართლო პროცესი მოწმეთა ჩვენებებით 28 მაისს გაგრძელდება.

საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით აუცილებლად დადასტურდება ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

„მტკიცებულებები საქმეზე გახლავთ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე მოწმეების ჩვენებები, სადაც დაპირისპირებაზე საუბრობენ და ეტაპობრივად მოხდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. ვიდეოჩანაწერში ასახულია ფაქტი, როგორ ხდება დაპირისპირება მათ შორის. რაც შეეხება მოტივს, დაპირისპირება გამოწვეული იყო კლუბში შელაპარაკების ნიადაგზე“, -განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

„ფაქტია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ დაუსაბუთებლად, მაგრამ მაინც წარადგინა ბრალი კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი. ღია საჯარო სხდომაზე მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა და თავად დარწმუნდებით, რომ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელი და აბსურდულია. არაერთი წარმოდგენილი მტკიცებულება გვაქვს უდავოდ ცნობილი, მათ შორის არამარტო ლაშა თორდიას ჩვენება, ასევე სხვა მტკიცებულებებიც. ეს მოხდა დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე. არ ვთვლით, რომ გარკვეული სახის გამოკვლევა იყო საჭირო, ამიტომ ნაწილი მტკიცებულებების უდავოდ გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს არსებული მასალების სამართლებრივად შეფასება, თითოეულ ჩვენებს მიეცემა შეფასება“, - თქვა ადვოკატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42