ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა - დ.ღ-სთვის გამოტანილ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს
"გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა. ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა რა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დ.ღ-მ მიუთითა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ.კ-ც, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო ფიზიკურ დაპირისპირებაში მ.კ-ს მონაწილეობა. ამასთან დ.ღ-მ, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, გონება დაკარგა და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დავით სარალიძე უკვე დაჭრილი იყო. აღნიშნული მოქმედებით დ.ღ.-მ აირიდა პასუხისმგებლობა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი, ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა. გარდა ამისა, მოწმე დ.ღ.-მ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ფაქტი, გამოძიებით კი დადგინდა, რომ მათ შორის შეხვედრასა და საუბარს რეალურად ჰქონდა ადგილი 2018 წლის თებერვალში. სამართალდამცველების მიერ 2018 წლის 19 ივლისს დ.ღ ქ. თბილისში დააკავეს. პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა