სახის მოვლის კორეული ტექნიკა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა
საზოგადოება - 21:34, 21 May, 2019     4764
საქართველოში მაკიაჟი ყველაზე გავრცელებული მოვლენაა. ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ატარებს მაკიაჟს, რაც უმძიმესია კანისთვის.

ბევრი მხატვრული კოსმეტიკის საშუალება, შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს და აზიანებს კანს, იწვევს სიწითლეს, ნაოჭებს და ა.შ. საქართველოში ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა სახის კანის მოვლის კორეული ტექნიკა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რუტინა საკმაოდ შრომატევადია ქართველი გოგონები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. სოციალურ ქსელში ბოლო დროს შეიქმნა უამრავი გვერდი და ჯგუფი სადაც ადამიანები სილანაზისა და სახის მოვლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
კორეული სახის მოვლის რუტინა 10 საფეხურისგან შედგება.
პირველი საფეხური - მაკიაჟის მოშორება ზეთით. ხელის გულზე დაისხით, მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური ზეთი და კარგად შეიძილეთ სახეზე და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ზეთი არ აძლევს ტონალურს და დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილ მტვერს კანში დარჩენის საშუალებას.


მეორე საფეხური არის კანის დაბანა ქაფით - ეს პროცესი ხელს უწყობს კანზე დარჩენილი ჭუჭყის მოშორებას.
სახის გაწმენდის მესამე ეტაპზე საჭიროა სკრაბი, რომელიც აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს . სკრაბი სახეზე გადაინაწილეთ თხლად და 10 წუთის შემდეგ ღრუბლით და წყლით მოიშორეთ.
სახის მოვლის კორეული რუტინის მეოთხე საფეხურია ტონიკით გაწმენდა , რომელიც კანს მთლიანად აშორებს დარჩენილ ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს.
მეხუთი საფეხური არის ესენსით გაწმენდა, რომელიც ამზადებს კანს დატენიანებისთვის. ხუთსაფეხურიანი წმენდის შემდგომ იწყება დატენიანები პროცესი, რომელიც ასევე ხუთი ეტაპისგან შედგება.დატენიანების პირველ საფეხურზე ვიყენებთ შრატს, რომესაც გამთბარ ხელისგულზე ვისხამთ და ამის შემდგომ თითის ბალიშებით ვისვამთ კანზე.
შრატის შემდეგი ეტაპია კორეული ნიღბით დატენიენება, რომელსაც ვიდებთ სახეზე, ვაჩერებთ 15 წუთი. სახეზე დარჩენილ მასას კი ვინაწილებთ მთლიან სახეზე.
დატენიანების მესამე ეტაპზე საჭიროა თვალის დატენიანება სპეციალურად თვალისთვის განკუთვნილი კრემით ან პატჩებით.
მეოთხე საფეხურზე ვისვამთ სახის მკვებავ კრემს. დატენიანების ბოლო, მეხუთე საფეხურზე კი აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი. იმ შემთხვევაში თუ პროცედურას ღამით იტარებთ, მზისგან დანცავი კრემი საჭირო არ არის.კორეელი ქალების გლუვი და მუდმივად ახალგაზრდა კანის საიდუმლო სწორედ სახის მოვლის ამ ტექნიკაშია. საქართველოში კი ეს რუტინა კიდევ უფრო პოპულარული ხდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42