ჩვენი გალაქტიკა უცნობმა ციურმა სხეულმა "გახვრიტა", რომელიც მზეზე მილიონჯერ დიდია
ეს საინტერესოა - 18:00, 21 May, 2019     7138

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკული ცენტრის მეცნიერებმა მულოდნელად აღმოაჩინეს, რომ "რაღაც უცნობმა, მკვრივმა, ტელესკოპისთვის შეუმჩნეველმა სხეულმა, ჩვენს გალატიკაში გაიარა და მასში გიგანტური ხვრელები დატოვა". ამ აღმოჩენის დამადასტურებელი ფაქტები მათ ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინეს.

მოხსენება ამ საკითხზე ასტროფიზიკოსმა ანა ბონაკამ წარმოადგინა. მისი თქმით "ხვრელები" ჩვენს გალაქტიკაში განლაგებულია ყველაზე გრძელ ვარსკვლავურ ნაკადში GD-1-ში. ეს არის ვარსკვლავების ჯგუფი, რომლებიც მოძრაობენ გალაქტიკების ორბიტების გასწვრივ.

ჩვეულებრივ პირობებში ეს ნაკადი ერთი წყვეტით გაჭიმული უნდა იყოს დაახლოებით ერთ ხაზზე იმ ადგილიდან, სადაც ადრე იყო ამ ვარსკვლავთა სფეროსებრი კრებული, სანამ მათ გაფანტვა დაიწყეს. მაფრამ, ბონალას განცხადებით, მან აღმოაჩინა, რომ GD-1-ს აქვს მეორე წყვეტაც, ამასთან დაგლეჯილი კიდეებით, თითქოს რაღაც დიდმა სხეულმა გაარღვია ეს ნაკადი და თან ვარსკვლავთა ერთი ნაწილიც გაიყოლა, მიზიდულობის ძალის გავლენით.

"ჩვენ არ შეგვიძლია ეს მოვლენა დავუკავშიროთ რაიმე მანათობელ ობიექტს. ეს რაღაც გაცილებით მასიურია, ვიდრე ვარსკვლავი. რაღაც, მილიონჯერ უფრო მასიურმა, ვიდრე მზეა. ასეთი მასის ვარსკვლავები არ არსებობს. თუ ის შავი ხვრელი იყო, ის დაახლოებით იმავე ზომებისაა, როგორც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი", — განუცხადა მეცნიერმა Live Science-ს.

მისი თქმით გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს გალაქტიკაში "ირმის ნახტომში" მეორე შავი ხვრელიც იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, იგი შესამჩნევი იქნებოდა, გამოსხივების, ან ნათების სახით. ამიტომ ის თვლის, რომ ეს არ არის შავი ხვრელი, არამედ "შავი მატერიის" რაღაც გორგალი, რომელიც შესაძლოა, არაერთგვაროვანი იყოს. მისი თქმით საუბარია გიგანტურ ზომებზე - 10-20 პარსეკ დიამეტრზე (30-65 სინათლის წელზე). ბონეკას თქმით, ეს რომ მანათობელი ობიექტი იყოს, მისი არდანახვა შეუძლებელი იქნებოდა.

მეცნიერი აცხადებს, რომ შემდგომში აპირებს ამ გიგანტური ობიექტის ძიების გაგრძელებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42