ჩაწყობილი მატჩების საქმე - დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
სამართალი - 14:00, 21 May, 2019     1268

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი წაუყენეს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზეც უარს ამბობს.

„ვერ ვიტყვი ამას, რომ ეს შეიძლება კლუბის წინააღმდეგ იყოს დაგეგმილი ან საერთოდ იყო თუ არა პროვოკაცია, თუმცა მსგავსი კატეგორიის საქმეებში, არ არის გამორიცხული პროვოცირების ნიშნები, რათა კონკრეტული პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ზოგადად დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს დაყოლიებას დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ნიშნით, ანუ ვისაც იყოლიებენ, რომ ჩაიდინოს დანაშაული" - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დაკავა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, რატი იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ლაშა ჩაფიძე და ირაკლი ხუჭუა.

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებმა, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის 93 500 ლარი აიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42