20 მაისიდან მსოფლიოში მასის სტანდარტული ერთეულის - კილოგრამის ახალი განსაზღვრება შემოდის. ეს ცვლილება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე არანაირ გავლენნას მოახდენს, თუმცა, ის მნიშვნელოვანია მრეწველობასა და სამეცნიერო სამყაროსთვის, სადაც ზემაღალი სიზუსტე აუცილებელია.
ეს ცვლილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კილოგრამის დღემდე არსებული ეტალონი.. "გახდა".
დღემდე მსოფლიოში კილოგრამის ეტალონად ითვლებოდა 4 სანტიმეტრიანი ცილინდრი, რომელიც 90%-ით პლატინისა და 10%-ით ირიდიუმისაგან შედგება. ცილინდრი ლონდონში 1889 წელს დაამზადეს და იგი პარიზთან მდებარე ქალაქ სევრში ინახება. 1901 წლიდან კილოგრამის განსაზღვრებაში პირდაპირ ეწერა, რომ ის არის "მასის ერთეული, რომელიც წონის საერთაშორისო ეტალონის მასის ტოლია". სწორედ მის საფუძველზე მზადდებიდა მსოფლიოში არსებული ყველა საწონები.
სამწუხაროდ, ყველა ფიზიკური სხეული კარგას ატომებს, ან იმატებს გარემოში არსებულ მოლეკულებს, შესაბამისად დამზადებიდან ას წელზე მეტი ხნის მანძილზე ცილინდრმა წონაში რამდენიმე ათეული მიკროგრამი დაიკლო, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერრებაში და წარმოებაში გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა.
კილოგრამი ერთერთია გაზომვების საერთაშორისო სისტემის 7 ძირითადი ერთეულიდან. ესენია: მეტრი, კილოგრამი, წამი, ამპერი (დენის ძალის ერთეული), კელვინი (ტემპერატურის ერთეული), მოლი (ნივთიერების რაოდენობის ერთეული) და კანდელი (სინათლის ძალის ერთეული). ამასთან, იგი უკანასკნელი იყო ზემოთ დასახელებულ ერთეულებს შორის, რომელსაც რეალური ფიზიკური ობიექტი განსაზღვრავდა.

გასული წლის დასაწყისში საზომი ერთეულების საერთაშორისო კონფერენციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა კილოგრამის, ამპერის, კელვინისა და მოლის განსაზღვრება.
ამიერიდან, კილოგრამი გაიზომება სპეციალური მოწყობილობით - ე.წ. ვატის სასწორით (ანუ კიბლის ბალანსი). ეს მოწყობილობა მასის ერთეულს პლანკის მუდმივის, კვანტური თეორიის კონსტანტის მეშვეობით. კილოგრამის განსაზღვრა მოხდება იმ ელეტრომაგნიტური ენერგიის მეშვეობით, რომელიც შესაბამისი მასის გაწონასწორებისათვის არის საჭირო. ეტალონს ცვლის უცვლელი სიდიდეები - ელექტროდენი და ძაბვა.
"დღეიდან "სი" სისტემის ყველა ერთეული ბუნების ფუნდამენტური კონსტანტებით (მუდმივებით) განისაზღვრება - მუდმივი და უცვლელი სიდიდეებით," - აცხადებენ ბრიტანეთის ნაციონალურ ფიზიკურ ლაბორატორიაში.
მასალის გამოყენების პირობები






