შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადიანების სასახლის ინციდენტის საქმეზე ჟურნალისტი ლევან თორია პასუხისგებაში მიეცა.
"ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 მაისს ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თორია ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები" - აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






