სამედიცინო ცენტრ "გორმედში” პაციენტი გაუჩინარდა. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი სახურავზე ავიდა და სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა. მას კლინიკის მედპერსონალმა მიაგნო და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
,,პაციენტს თავზე ადგნენ ოჯახის წევრები, გამოვიდა პალატიდან და საავადმყოფოს შენობის კედლებსშორის არსებულ სეისმომედეგობის სივრცეში ჩავარდა. პაციენტი ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომ მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი. პაციენტს ჩაუტარდა კვლევები, მის ჯანმრთელობას დამატებითი პრობლემები არ შექმნია" - განაცხადა “გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.
ცნობისთვის, მამაკაცი სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ, ქალა-ტვინის მძიმე ღია ტრავმით შეიყვანეს. ექიმის თქმით, ფიქსირდებოდა ტრავმული სისხლჩაქცევა, ქალას ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში.
მასალის გამოყენების პირობები






