„ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა ხდება ინტერნეტით. ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ მოწოდებაც“ - მთვარი პროკურატურის ანგარიში
სამართალი - 12:53, 15 May, 2019     3171

პარლამენტს მთავარი პროკურატურის ანგარიში წარედგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2015-2016 წლებში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი 11 პირის მიმართ დადგა, 2017-2018 წლებში კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამატყუნებელი განაჩენი 3 პირზე დადგა.

ანგარიშში, ასევე, აღნიშNულია, რომ მთლიანად ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 30 დეკემბრამდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, საიდანაც 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ერთი პირის მიმართ კი მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.

„თანამედროვე მსოფლიოსთვის ტერორიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. საქართველოში, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონში, აისახა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოვლენების გავლენა. სამწუხაროდ, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა, რომლებიც თურქეთის გავლით გადადიოდნენ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იბრძოდნენ მის რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით.

ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის როგორც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. ამ კატეგორიის დანაშაულთა ანალიზმა ცხადყო, რომ ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით. რიგ შემთხვევაში ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ მოწოდებაც. საქართველოს პროკურატურის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა. მოხდა ზემოთხსენებული საქმიანობით დაკავებულ პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ნოვაციურმა მიდგომამ და შესაბამისმა პრევენციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პირთა მიგრაცია, როგორც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“, ასევე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდენობაც და საქართველოში მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა.ზემოთხსენებული მიდგომის დადებითი კონტექსტი აისახა ამ კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელშიც“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ მთვარი პროკურატურის ანგარიში პარლამენტში პირველად შევიდა - ეს ვალდებულება უწყება ახალი რეგლამენტით აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42