„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა" -მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიებაზე
სამართალი - 20:17, 13 May, 2019     1833
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დააკავა 85 წლის მოხუცი. მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ კი გარკვეული კითხვის ნიშნები იარაღთან დაკავშირებით გაჩნდა.

„პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და ვინც გაჩნდა ბრალდებული საქმეში იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას, 4 კაცია მკვდარი და ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი მაღალია, დაუყოვნებლივ ინფორმაცია მოვაწოდეთ. ასევე, გავავრცელეთ შემდგომ უკვე სხვა ინფორმაციაც, რომ გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით, რომ ხომ არ იყო გამოყენებული კიდევ სხვა ტიპის იარაღი, იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნები მივიღეთ, მიმდინარე პროცესია, დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, ამაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ. ის პირები, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, არიან დაკავებულები შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის შემდეგ ორი პირია დაკავებული - 85 წლის მოხუცი, რომელსაც გამოძიება რძლის და ორი ნათესავის მკვლელობას და მეუღლის დაჭრას ედავება. გარდა ამისა, დაკავებულია ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება.

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იძებნება 85 წლის მოხუცის შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42