ადვოკატის თქმით, ამ დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ 10-ვე ბავშვი სუსლიაკის იყო. დოკუმენტებს შორისაა ბავშვების დაბადების მოწმობები და ცნობები სუროგატი დედებისგან.
საქართველოში იმყოფება ბავშვების ბებია, რომელიც მზადაა დნმ ბიოლოგიური ტესტი ჩააბაროს.
„ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყველანაირად ხელს გვიშლის იმაში, რომ ჩავატაროთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა, გამოგონილი სხვადასხვა მიზეზით, კერძოდ, არ გამოგვიყვეს ექსპერტი, რომელიც ნიმუშს აიღებს ბატონი იური სუსლიაკისგან, არ გვისახელებენ ლაბორატორიას, რომელიც იქნება მათთვის ნდობის ხარისხით მაღალი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ადამიანმა ჩააბაროს ნიმუში. ასევე, არ ატარებენ ექსპერტიზას ქალბატონი ემა სუსლიაკის ბიოლოგიურ ნიმუშზე, ეს გახლავთ იური სუსლიაკის ბიოლოგიური დედა, ანუ ბავშვების ბიოლოგიური ბებია და ხელს გვიშლიან ასევე სოციალური სამსახური ბავშვებთან კომუნიკაციას, როგორც მამას, ასევე ბებიას,“ - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც ბავშვები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების ეჭვს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. დავის დასრულებამდე ბავშვები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ არიან.
მასალის გამოყენების პირობები






