ორი ათასი ევრო ჯილდოდ ბრეტონში ქვაზე აღმოჩენილი წარწერის გაშიფვრისათვის
ეს საინტერესოა - 16:57, 11 May, 2019     1798

საფრანგეთის ბრეტანის რეგიონის პლუგასტელის კომუნის ხელმძღვანელობა ორი ათას ევროს პირდება იმას, ვინც გაშიფრავს წარწერას ქვაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ქვაზე, რომლის ასაკიც 230 წელია, აღმოაჩინეს წარწერა, რომელიც 20 სტრიქონისგან შედგება.

ამოკვეთილ ასოთაგან უმრავლესობა ლათინურია, მათგან ზოგიერთი ამობრუნებულია, ამასთან, გვხვდება სიმბოლოები, რომელიც სკანდინავიურ რუნებს ჰგვანან.

ქვაზე გარჩევადია ორი რიცხვი 1786 და 1787. შესაძლოა ეს იმას ნიშნავს, რომ ის საფრანგეთის რევოლუციამდე 2 წლით ადრე გაკეთდა. აქვეა აფრებიანი ხომალდის გამოსახულება და კათოლიკეთა "წმინდა გული" - გული, რომელზეც ჯვარია გამოსახული.

მეცნიერებს ჯერჯერობით უჭირთ ამ წარწერის გაშიფვრა. ისინი თვლიან, რომ შესაძლოა წარწერა ძველბრეტონულ ენაზეა გაკეთებული. სხვები ბასკურ ენაზე დაწერილად მიიჩნევს. ზოგიერთი თვლის, რომ ის გაუნათლებელმა ადამიანმა შეასრულა და მასში უამრავი შეცდომაა.

"ROC AR B … DRE AR GRIO SE EVELOH AR VIRIONES BAOAVEL", "OBBIIE: BRISBVILAR ... FROIK … AL" - ეს არის ორი მონაკვეთი საკმაოდ ვრცელი წარწერიდან.

საინტერესოა ისიც, რომ მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში საფრანგეთი და ინგლისი საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც რეგისტრაცია ყველა მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის შემდეგ მათ ქვის სურატებს უგზავნიან, სადაც წარწერა სხვადასხვა რაკურსითაა გადაღებული. მათი მონაცემებით, ასეულობით ადამიანმა უკვე გამოთქვა მასში მონაწილეობა. კონკურსში მონაწილეობა ნომბრის ბოლომდეა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42