„ამჟამად ცუკერბერგს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს ალგორითმების პარამეტრები და განსაზღვროს რა უნდა ნახონ ადამიანებმა თავისი სიახლეების ლენტაში ასევე ის საზღვრავს რა ითვლება შეურაცხმყოფელად. ამასთან ფეისბუკს აქვს შესაძლებლობა თავისი ძირითადი კონკურენტები გაანადგუროს.
კრის ჰიუზი მარკ ცუკერბერგთან, ედუარდო სავერინოსთან და დასტინ მოსკოვიცთან ერთად 2004 წელს ფეისბუკის დაფუძნების სათავეებთან იდგა, კომპანია კი 2007 წელს დატოვა და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთო, შემდეგ კი უპასუხისმგებლო ბიზნესის საჯარო კრიტიკოსად იქცა.
„მარკი უბრალო ადამიანია, მაგრამ სწორედ ეს ადამიანურობა ხდის უფრო მწვავეს მის შეუზღუდავ ძალაუფლებას. ხელისუფლებამ მარკი ანგარიშვალდებული უნდა გახადოს. ხელისუფლება ძალიან დიდხანს უყურებდა ფეისბუქის ფეთქებად ზრდას და დაავიწყდათ, თავისი მოვალეობა ამერიკელების ინტერესების დაცვასა და ბაზრის კონკურენციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დიახ, ფედერალური სავაჭრო კომისია ემზადება კომპანიის $5მლრდ-ით დასაჯარიმებლად, მაგრამ ეს არასაკმარისია, ისევე როგორც ფეისბუკის წინადადება, რომ დანიშნავს ინდივიდუალურ მენეჯერს, რომელიც მომხმარებლების მონაცემების შენახვაზე პასუხისმგებლობას აიღებს. გასულ წელს კონგრესის წინაში ჩვენების მიცემის დროს აუცილებელი იყო, რომ მარკი ეიძულებინათ დან აშაული ეღიარებინა. ამის ნაცვლად კი კონგრესმენები დასაცინები გახდნენ თავისი „ძველმოდუეი“ კითხვების გამო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. სწორედ ასეი შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა მარკს ამერიკელებზე და ამის გამო სისტემა ისევ ისეთი რჩება.“- წერს ჰიუზი.
მასალის გამოყენების პირობები






