როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი მისი დაბადების რიცხვისა და დღის მეშვეობით
ეს საინტერესოა - 14:28, 09 May, 2019     3748
ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების დღესა და რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. გთავაზობთ ხერხებს, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ.

ორშაბათს დაბადებული ქალი ნაზი, მეოცნებე და მგრძნობიარეა. ადვილად ეგუება სხვა ადამიანს და დათმობაზეც ადვილად მიდის. მას მარტო ცხოვრება უჭირს და ნამდვილ ქალად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა თავის სითბოს ვინმეს უზიარებს.

ორშაბათს დაბადებული მამაკაცი ძალზე მგრძნობიარეა. აქვს წარმოსახვის მდიდარი უნარი; მუდმივად სხვებთან კონტაქტს ეძებს და განსაკუთრებით ყურადღებიანია საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მას გაგება და სინაზე სწყურია და ვერ ეგუება მარტოობას.

სამშაბათს დაბადებული ქალი გულუხვი და ვნებიანია. ის მამაკაცებს თავისი საღი გონებითა და იუმორით ხიბლავს. მუდამ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფის. ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს და ეშინია მონოტონური გრძნობების.

სამშაბათს დაბადებულ მამაკაცს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი აქვს. ის ადვიულად იყოლიებს ადამიანებს. ცხოვრებისეულ სიამოვნებებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით უმკლავდება. სავსეა ენთუზიაზმით და უყვარს გართობა.

ოთხშაბათს დაბადებული ქალი მოსიყვარულე, თბილი და ალერსიანია, თუმცა, ამ თვისებებს მოკრძალებულობისა და თავშეკავებულობის ნიღაბქვეშ მალავს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელობა და ერთგულება სჭირდება, ამიტომაც, არ ენდობა ერთი ნახვით ჩასახულ გრძნობას.

ოთხშაბათს დაბადებული მამაკაცი წესიერი, კეთილსინდისიერი და მშვიდი ადამიანია, თუმცა, თავისი გრძნობების ბოლომდე გამომჟღავნება უჭირს. შეგიძლიათ, მას ენდოთ – მისი გრძნობა გულწრფელი და უანგაროა.

ხუთშაბათს დაბადებული ქალი მშფოთვარე და სულსწრაფია, უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები. გამოცდილებას ყოველდღე იმდიდრებს. მამაკაცებს თავისი მომხიბვლელობით იზიდავს და ვერ ეგუება მბრძანებლურ ტონს.

ხუთშაბათს დაბადებნული მამაკაცი ძალიან მაცდურია. მას ცხოვრების ყველა ასპექტის შეცნობა სურს და, ამავდროულად, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ინარჩუნებს. მარტოობაში ცხოვრება არ შეუძლია. მხოლოდ ოჯახისა და ახლობლების წრეში აღწევს სულიერ გაწონასწორებას.

პარასკევს დაბადებული ქალი რომანტიკული და მეოცნებეა. ის სილამაზესა და ჰარმონიულობას აღმერთებს. ემოციურია და მარტოობა აშინებს. ძალიან მგრძნობიარეა და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს.

პარასკევს დაბადებული მამაკაცი ნამდვილი მსახიობია. მისი მომხიბვლელობა ბევრ მანდილოსანს აჯადოებს. სიყვარული და სინაზეა მისი ხასიათის ძირითადი თვისება. ამ მამაკაცისთვის აუცილებელია სულიერი წონასწორობა. ის ახლობლებისგან გულწრფელ სიყვარულს ითხოვს.

შაბათს დაბადებული ქალი გულჩათხრობილი და იდუმალი პიროვნებაა. თავის გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებს. ორიგინალური და დამოუკიდებელია და ინტელექტით გამოირჩევა. ერთი შეხედვით, ის გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, სულის სიღრმეში ემოციურია.

შაბათს დაბადებული მამაკაცი მძიმე ხასიათის, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს. გრძნობებს არ ამჟღავნებს, სიყვარულში არავის უტყდება, მანდილოსნების მიმართ გულგრილია. ეს არის ემოციური ადამიანი, რომელიც, რატომღაც, თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავს.

კვირას დაბადებული ქალი იმპულსური და თავისუფლებისმოყვარეა. მას ვნება ამოძრავებს. მისთვის არ არსებობს შუალედი: მას ან უყვარს, ან – არა და შესაბამისადაც იქცევა. არ შეუძლია დათმობაზე წასვლა და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. უპირატესობას მორჩილ მამაკაცებს ანიჭებს.

კვირას დაბადებული მამაკაცი სავსეა ამბიციებით. აქვს საკუთარი თავის რწმენა. მას უფრო აღიარება სჭირდება, ვიდრე სიყვარული. ინიციატივითა და ძალაუფლებით ახდენს სხვებზე შთაბაჭდილებას, მოსწონს, როცა მის საუბარს ყურადღებით უსმენენ და არც კომპლიმენტების მიმართ არის გულგრილი.

რაც შეეხება დაბადების დღის რიცხვს:

1, 10, 19, 28 რიცხვებში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია; აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები; არის ჯიუტი და მიზანსწრაფული; ასევე, შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველაფერს, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ, ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.

3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ძალიან თავმოყვარეები არიან, არ ემორჩილებიან სხვებს. ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას თავიანთი მიზანდასახულობით. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტლექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.

4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს, ხშირად ითრგუნებიან და, მელანქოლიურობის გამო, გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით; არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. ასევე, არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.

5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. ახასიათებთ იმპულსურობა მოქმედების დროს. აქვთ მისწრაფება, იშოვონ ფული და გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით. ასევე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები; გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.

6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები და თავიანთი მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებას არ ცვლიან. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა, თუმცა, ამავდროულად, არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.

7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია. ასევე, ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.

8, 17, 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან მგზნებარე ბუნების, ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ, ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო, გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. ასევე, გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, ამავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ მერყევებიც კი.

9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან სხვების მიმართ შემბრალებლები, თანაგრძნობას უწევენ გარშემო მყოფებს, არიან ეგოისტები; შეუძლიათ ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება. ასევე, არიან დიდსულოვნები, მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. ახასიათებთ სხვების დახმარება. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, ორგანიზების უნარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42