პოლონეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კოლექტიური სამარხის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა 5000 წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგეგედიის სურათი აღადგინეს. არქეოლოგების მეცნიერების დასკვნის თანახმად, ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ოჯახის უფროსმა იქ სასტიკად მოკლული 15 ახლობელი ადამიანის - ბავშვების, ქალებისა და კაცების, გვამი აღმოაჩინა.
ბრინჯაოს ხანის სამარხი პოლონეთის ქალაქ კოშიცეში 2011 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2880 - 2776 წლებით დაათარიღეს. თუმცა, დნმ-ის საბოლოო ანალიზი მეცნიერებმა მხოლოდ რამდენიმე ხნის წინ მიიღეს. ანალიზმა აჩვენა, რომ 15 დაკრძალული ადამიანიდან 14 ერთმანეთის უახლოესი ნათესავები იყვნენ.
ყველა მათგანი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით არის მოკლული და მათ თავის ქალა ჩამტვრეული აქვთ. ამგვარი ძალადობა იმ პერიოდისთვის უცხო არ არის, თუმცა, მკვლევარები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ გვამები მოწესრიგებულად, გარკვეული თანმიმდევრობით იყო დაკრძალული ერთმანეთის გვერდით. ამასთან სამარხში აღმოჩენილია მატერიალური კულტურის ნიმუშები და სამკაულებიც, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეს არა მკვლელების, არამედ დახოცილთა ახლო ნათესავის მიერ არის გაკეთებული.დნმ-ის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ოჯახი ნეოლითის ეპოქის ცენტრალურევროპელი მიწათმოქმედების შთამომავლები არაინ და მათ გენებში მცირე რაოდენობითაა დასავლეთევროპელი მონადირეების კვალი. ასევე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი არ ენათესავებიან შავიზღვისპირეთის სტეპების წარმომადგჰენლებს.
ამავე ანალიზმა აჩვენა მკვლელთა წარმომავლობაც - სავარაუდოდ ისინი ე.წ. "საბრძოლო ნაჯახთა კულტურის" წარმოამდგენლები იყვნენ.
თუმცა, მეცნეიერების აზრით, მთავარი აღმოჩენა ის არის რომ მოკლულები ერთი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ, უფრო სწორად ოთხი ოჯახის, რომლებიც ერთმანეთის უახლოესი ნათესავი იყო.
ოთხი ქალი დაკრძალულია საკუთარ ბავშვეთან ერთად, ამასთან, ოთხი ვაჟი ძმები არიან, რომელთაც ერთი მამა და 2 სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ბავშვების სხეულები სწორედ საკუთარი დედების გვერდით იყო მოთავსებული. ამასთან, მათი მამები სამარხში აღმოჩენილი არ არიან. სამარხში მხოლოდ 2 ზრდასრული მამაკაცია - ერთი 60 წლის და მეორე 20 წლის. ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით დაკრძალულია მისი ცოლი და ბავშვი.
როგორც ჩანს, თავდასხმის დროს დასახლებაში მამაკაცების ძირითადი ნაწილი არ იმყოფებოდა - ისინი ან სხვაგან ომობდნენ, ან მოსავლის ასაღებად იყვნენ წასულნი. როგორც ჩანს, მამაკაცებმა მოკლულები დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს და ისინი ტრადიციის მიხედვით დაკრძალეს. იხ. (დაკრძალვის სქემა)
მასალის გამოყენების პირობები






