რატომ დაარქვეს არჩი ჰარისონი და ვის გავს მეგანის და ჰარის შვილი - დეტალები სამეფო ოჯახიდან
ეს საინტერესოა - 11:47, 09 May, 2019     3888
როგორც 8 მაისს გახდა ცნობილი პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავის შვილს არჩი დაარქვეს, ბავშვის სრულის სახელი და გვარი არჩი ჰარისონ მაუნთბეტენ-უინძორია. სახელის არჩევანი საკმაოდ მოულოდნელი იყო, ის ვერცერთმა ბუკმეიკერმა ვერ გამოიცნო, მოლოდინი იყო, რომ ბავშვს ალექსანდრს, არტურს ან ალბერტს დაარქმევდნენ.


„ალბათ, არც ერთი ჩვენგანი არ იყო მზად ამ არჩევანისთვის“- განაცხადა ჟურნალ Majesty-ის მთავარმა რედაქტორმა ჯო ლიტლმა.

არჩი ნიშნავს „ნამდვილი“, „მამაცი“ ასევე „გამბედავი“ და ეს სახელი მეტად გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში ვიდრე აშშ-ში. მაგალითად 2017 წელს ბრიტანეთში არჩი დაარქვეს 2800 ბავშვს.

ლიტლოს თქმით, სახელი არჩი არანაირად არ უკავშირდება ბრიტანეთის მონარქიას და არც სახელი ჰარისონი გვხვდება სამეფო ოჯახში,

არჩი - ეს არჩიბალდის შემოკლებული ვარიანტია, თუმცა დღეს-დღეისობით სახელის მოკლე ვარიანტი დამოუკიდებლადაც გამოიყენება. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოჯახმა სწორედ ეს მოკლე ვარიანტი აირჩია.

შვილის სახელად არჩი ჰარისონ მაუნთბეტენ-უინძორის შერჩევით, ჰარიმ და მეგანმა გადაწვიტეს მისთვის არ დაემატებინათ ტიტული.

როგორც ჰერცოგის პირველი შვილს, არჩის შეეძლო მიეღო დამბარტონის გრაფის სახელი - ეს ჰარის ერთ-ერთი დამატებითი ტიტულია, ან შეეძლო ყოფილიყო ლორდი არჩი ჰარისონ მაუნთბეტენ-უინძორი, ამის ნაცვლად კი ის უბრალოდ ბატონი არჩი ჰარისონ მაუნთბეტენ-უინძორია.

ბიბისის კორესპონდენტის ჯონ დაიმონდის თქმით, რომელიც სამეფო ოჯახის მოვლენებს აშუქებდა, არსებობს სერიოზული მინიშნებები იმისა, რომ მეგანი და ჰარი არ აპირებენ შვილი სამეფო ბავშვის მსგავსად აღზარდონ. ბავშის მედიისთვის წარდგენაც განსხვავებული იყო პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თავის ახლადდაბადებულ შვილთან ერთად მედიის წინაშე ბუკინგემის სასახლეში წარსდგნენ. უილიამმა და ქეითმა კი სამივე შვილი მედიას იმ ჰოსპიტალის წინ წარუდგინეს, სადაც ქეითმა იმშობიარა. მედიამ კიდევ ერთი განსხვავება შენიშნა, უილიამისა და ქეითის მედიის წინაშე გამოსვლისას სამივე ბავშვის შემთხვევაში ახალშობილი ხელში ქეითს ეკავა, მეგანის და ჰარის მედიასთან რამდენიმე წუთიანი კონტაქტისას კი, თავისი ბიჭი მუდმივად ჰარის ჰყავდა.

კითხვას იმის შესახებ, თუ ვის უფრო გავს ახალშობილი ჰარიმ უპასუხა:

„ამბობენ, რომ ბავშვები პირველ ორ კვირაში ძალიან იცვლებიან, ვნახოთ როგორ შეიცვლება ამ დროის განმავლობაში, თუმცა ის ყოველდღე იცვლება და ვინ იცის“

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას პირველი შვილი ორშაბათს, 6 მაისს, ბრიტანეთის ზაფხულის დროით 05:26 საათზე შეეძინათ. ბავშვი 3200 გრამი დაიბადა, ყველაზე მსუბუქი თავის ბიძაშვილებთან შედარებით. ბუკინგემის სასახლის განცხადებით მშობიარობას ჰარიც ესწრებოდა.

ჰარისა და მეგანის შვილი პრინცი ავტომატურად ვერ გახდება, თუმცა მას შეუძლია ეს ტიტული მიიღოს, თუკი ამას გადაწყვეტს მისი დედოფალი- დიდი ბებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42