სამართალდამცავებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის მუხლით სამი ქალი დააკავეს, მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული ადვოკატმა გუშინ გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
ადვოკატ არჩილ დვალიშვილის განცხადებით, ხუცურაულს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა, ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს:
"უძრავი ქონება გაქირავებული ჰქონდა, იჯარით ჰქონდა ასევე გადაცემული და ის არ ერეოდა ამ საქმიანობაში, შესაბამისად, მისთვის ბრალდება რაც წაყენებული აქვს, წარმოუდგენელია,"-აცხადებს როენა ხუცურაულის ადვოკატი, არჩილ დვალიშვილი.
ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ქალბატონის, ზინაიდა ქორიძის ადვოკატი კი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ის სასტუმროში მხოლოდ ბარს ამუშავებდა.
"არავისთვის მას არაფერი რ გადაუცია მისი განმარტებით და პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობას ფართის გადაცემას, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ის მხოლოდ და მხოლოდ ამ სასტუმროში ამუშავებდა ბარს," - მუხრან ღურწკაია
მასალის გამოყენების პირობები






