სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ითქვა, რომ სუს-ი მალხაზ მაჩალიკაშილისა და მისი ძმისშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობასთან მიმაღტებით ძიებას აწარმოებს.
აღნიშნულს მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს:
„გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია ვისაუბრო საქმის მეტ დეტალებზე. ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმის, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არც იარსებებს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმულ კითხვებიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ ძალიან ადრეა. მე არ მინახავს არ მომისმენია ჩანაწერები რომელზეც საუბრობთ. გაგრძელდება სავარაუდოდ მისი გამოკითხვა,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არა აქვს.
„რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვას, დღეს ფაქტია, რომ ახალგაზრდაა მორის მაჩალიკაშვილი მაგრამ მიუხედავად ამისა რამდენჯერმე ცუდად გახდა. მარხვიდან გამომდინარე, რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იგი ვერ მიიღებს მედიკამენტსაც. მას საშუალება არ აქვს ამისი, არ აქვს უფლება რომ მიიღოს მედიკამენტი. ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობის ვარაუდი რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდეს და ჩვენ ვერ მივაწოდოთ მას მედიკამენტი. ეს არის ძალიან ემოციური მისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზი გახლდათ თუ რატომ ჩვენ არ წარმოვადგინეთ იგი მოწმის სახით დღეს. თუმცაღა მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენი შუამდგომლობა დავტოვეთ. იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა რაღაც ფორმით, ერთი საათით შესაძლოა ეს მოხდეს,"-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






