არმაგედონის რეპეტიცია - ნიუ-იორკი განადგურებულია... მეცნიერებმა ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების თავიდან აცილება ვერ შესძლეს
ეს საინტერესოა - 18:51, 07 May, 2019     8427

გასულ კვირას, "დედამიწის დაცვის მსოფლიო კონფერენციაზე" ჩატარდა პირველი საერთაშორისო სწავლება, რომლის მიზანიც იყო მეთოდების შემუშავება, რომელიც კაცობრიონას საშუალებას მისცემს დედამიწასთან დიდი ასტეროიდის შეჯახება აიცილოს თავიდან. სწავლება უშედეგოდ დასრულდა - კატასტროფის მასშტაბების შემცირების მიუხედავად ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ქალაქი ნიუ-იორკი სრულად განადგურდა.

ლეგენდის თანახმად, ასტეროიდი 2019 PDC, რომლის დიამტრიც 300 მეტრი იყო, მოსალოდნელ კატასტროფამდე 8 წლით ადრე აღმოაჩინეს. თავიდან "შეჯახების" ალბათობა 1/50000 იყო. თუმცა, ტრაექტორიის დაზუსტების შემდეგ ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

სცენარი საკმაოდ რეალურია - დღეს არსებული სიის თანახმად დედამიწას 74-მდე ციურ სხეულთან ემუქრება სავარაუდო შეჯახება. ამასთან კატასტროფული შეჯახება ადრეც მომხდარა - 66 მილიონი წლის წინ, ასეთმა შეჯახებამ, მეცნიერების ვარაუდით, დინოზავრების ამოწყვეტა გამოიწვია.

სწავლების სცენარით, შესაძლო საფრთხესთან ბრძოლა ვირტუალური 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, შედეგად ასტეროიდის ნამხვრევი 2027 წლის 29 აპრილს დედამიწის ატმოსფეროში 19 კმ/წმ სიჩქარით შევიდა და ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის თავზე აფეთქდა. აფეთქების სიმძლავრე 20 მეგატონა ტროტილის ექვივალენტი იყო, რაც ათასჯერ აღემატება ჰიროსიმას აფეთქებას და მხოლოდ 3-ჯერ ჩამორჩება ყველაზე მძლავრ თერმობირთვულ "მეფე-ბომბს"- АН602, რომელი საბჭოთა კავშირმა 1961 წელს გამოსცადა და რომელიც დღემდე ყველაზე მძლავრ აფეთქებად ითვლება.

სწავლების მიმდინარეობა შემდეგი იყო.

გასული კვირის განმავლობაში NASA, ევროპული კოსმოსური სააგენტო და მათი პარტნიორები მთელს მსოფლიოში ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ კატასტროფა.

საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, "2021 წელს" NASA-მ ასტეროიდთან გააგზავნა კოსმოსური ხომალდი, რომლის მიზანიც იყო ასტეროიდის ორბიტის დაზუსტება და მისი ზომების დადგენა. ვირტუალურმა მისიამ დავალება შეასრულა და გაირკვა, რომ ასტეროიდი სრულად გაანადგურებდა დენვერს (401 კმ2) და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებს.

(სურ. წითელი ხაზით ასტეროიდს დაცემის სავარაუდო ადგილებია აღნიშნული)

აშშ-მ, რუსეთმა, ევროკავშირმა. იაპონიამ და ჩინეთმა, ერთობლივი ძალებით დაიწყეს ექვსი კოსმოსური ხომალდის დამზადება, რომელთა მისიაც იყო ასტეროიდთან შეჯახება მისი განადგურების ან ტრაექტორიის შეცვლის მიზნით. ამ პროცესმა 2 წელს გასტანა. აპარატები 2024 წლის აგვისტოში გაუშვეს. სამწუხაროდ მიზანს მხოლოდ სამმა მათგანმა მიაღწია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა 300 მეტრიანი დიამეტრის ასტეროიდ 2019 PDC დიდი ნაწილის ორბიტის შეცვლა, მისგან მოწყვეტილმა 60-80 მ დიამეტრის ფრაგმენტმა დედამიწის მიმართულებით მოძრაობა.

იყო წინადადება, რომ ასტეროიდი ატომური იარაღით ჩამოეგდოთ, მაგრამ პოლიტიკური უთანხმოების გამო ეს იდეა არ განხორციელდა.

აშშ-ის "ხელისუფლებამ" კატასტროფისთვის მხადება დაიწყო. დაცემამდე 6 თვით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასტეროიდი ნიუ-იორკს დაეცემოდა. 2 თვით ადრე - რომ ნიუ-იორკი მთლიანად განადგურდებოდა, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსება 15 კმ მანძილზე აფეთქებიდან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2027 წლის 29 აპრილს ნიუ-იორკი განადგურდა.

დასკვნები

"არმაგედონის რეპეტიციამ" მრავალი საკითხი წამოჭრა. გარდა სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემებისა, თავი იჩინა ყოფითმა და სოციალურმა პრობლემებმაც.

პირველი მათგანი - სად უნდა მოხდეს 10 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, მთუმეტეს, რომ მათ წიანსაწარ ეცოდინებათ, რომ თავის საცხოვრებელს ვერასდროს დაუბრუნდებიან?

მეორე - აფეთქების ადგილის მიმდებარე ობიექტების, მათ შორის ბირთვული და ქიმიური ობიექტების უსაფრთხოების დაცვა, მათი დაზიანების შემთხვევაში შესაძლო კატასტროფების თავიდან აცილება.

მესამე - კულტურული და ისტორიული ობიექტები, მათი ევაკუაცია და უსაფრთხო ტრანსპორტირება.

არანაკლებია ფინანსური პრობლემებიც.

"თუ თქვენ გეცოდინებათ, რომ 6 თვეში თქვენი სახლი განადგურდება და მას ვერასდროს დაუბრუნდებით, გადაიხდით თუ არა კომუნალურ გადასახადებს, იპოთეკურ სესხს, და ა.შ.?" - აცხადებს აცხადებენ NASA-ში.

პრობლემურია იურიდიული საკითხებიც. რა უნდა გააკეთონ სადაზღვევო კომპანიებმა? მეცნიერებმა გადაარჩინეს დენვერი. მაგრამ განადგურდა ნიუ-იორკი. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებულია დაზარალებულებს გიგანტური ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს.

NASA-ში აცხადებენ, რომ ასეთი სცენარის ალბათობა უმნიშვნელოა, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს გათვლილი ყველა ის საკითხი, თუ რას გამოიწვევს ამგვარი კატასტროფები, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან და რა პრობლემები იქნება მოსაგვარებელი.

ამავე კონფერენციაზე დაიგეგმა მორიგი სწავლების თარიღიც. 2021 წელს ვენაში მსოფლიოს მეცნიერები უკვე ერთერთი ევროპული ქალაქის "გადარჩენას" შეეცდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42