სოფელ ყანდაურაში, ორი დღის წინ, შვილის, რძლის და ნათესავების მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლომ სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობა, გამყრელიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ, არ გაითვალისწინა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს ჩაინიშნა.
პროკურორის განმარტებით, მკვლელობის საქმეში სავარაუდოდ, ორი იარაღია გამოყენებული, ე.წ. გეკოს ტიპის და ავტომატური იარაღი, გარდა ამის, გამყრელიძის დამხმარე სათავსოში აღმოჩენილია სანადირო თოფი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდი.
ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან სასამართლო პროცესის დასაწყისში მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, მაგრამ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს.
მასალის გამოყენების პირობები






