გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გათავისუფლდა
სამართალი - 20:48, 03 May, 2019     1148
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, გიორგი ჭანტურია პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.

გიორგი ჭანტურიას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი, ასევე მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება ედება ბრალად.

„საქართველოს სსსკ-ის 2301-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა ბრალდებულ გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ბრალდებულის პატიმრობისთვის განსაზღვრული საერთო ვადა 9 თვე, გ.ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს განხილვები და ბრალდებულის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, გ.ჭ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაევალა პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პროცესის მწარმოებელ ორგანოში ჩაბარება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, ამასთან აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სასამართლოს განჩინების აღსრულებისთანავე შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან.

მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომები მიმდინარეობს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, აღნიშნული თარიღიდან დღემდე ბრალდებულ გ.ჭ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 60 სხდომა”, – აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42