სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმის პროკურორის ლევან ჟორჟოლაძის თქმით, დღეს გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ, რომლებმაც ქსოვრელის ადვოკატების ვერსია გამოირიცხეს, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ბანაობა არ უყვარდა და რომ ის დაზიანებებს ამ დროს თავად იყენებდა.
„სასამართლოს მიერ განხილული იქნა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი და სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა“, - თქვა პროკურორმა.
გამოძუიების ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






