ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულ სამ პირს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
სამართალი - 11:31, 03 May, 2019     1034

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულები - ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ა.ბ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. აღიარებენ რა „ქურდულ სამყაროს“, აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში და თავისი ქმედებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ. 2018 წლის მაისში აღნიშნული პირები, მათი კრიმინალური გავლენის და „კანონიერი ქურდის“ სახელის გამოყენებით, ქ.ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, რის სანაცვლოდაც მოგებიდან 30%-იანი წილი „კანონიერი ქურდის“ ოჯახისა და ახლობლებისთვის უნდა დაეთმო ან მათთვის სისტემატურად გარკვეული თანხა გადაეხადა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა ა.ბ.-მ, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა მ.ბ., თ.კ. და ა.ბ. 2018 წლის 7 ივნისს, ხოლო ხ.ს. 2018 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ხ.ს.-ს, მ.ბ.-ს და თ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა, ხოლო ა.ბ.-ს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42