9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა გორში - ადვოკატის განცხადებით, მკვლელობის დროს იაგო ნებიერიძე სახლში იმყოფებოდა
სამართალი - 18:46, 02 May, 2019     2557
დღეს,სასამართლოში გორში სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს მოუსმინეს.

სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები და საქმის გამომძიებლები დაკითხეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მათ შორის იმ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ბრალდების მხარის ერთერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

„მოწმედ გამოკითხულმა ექსპერტებმა მათ მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრეს, დაადასტურეს გაცემული დასკვნების სისწორე, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს. ასევე გამომძიებლებმა დაადასტურეს, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი სისწორე. ამოღებულ კვლევებზე, ასევე ვიდეო ჩანაწერზე ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტები დაიკითხნენ“, განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

დაცვის მხარის განცხადებით, პირდაპირი მტკიცებულება იაგო ნებიერიძის ბრალის დამადასტურებელი ბრალდებას არ წარმოუდგენია. ასევე ადვოკატი აცხადებს, რომ შემთხვევის დროს მას ნებიერიძემ უთხრა რომ ის სახლში იმყოფებოდა.

„ექსპერტიზის დაკვნები მრავლად არის ჩატარებული, მაგრამ საქმეში რაიმე არსებითი არ არის ისეთი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იაგო ნებიერიძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასეთი პირდაპირი მტკიცებულება ჯერ-ჯერობით არაფერი გვინახავს და რა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებშიც ღებულობენ მონაწილეობას გამომძიებლები იმას ადასტურებენ. ამბობენ, რომ გამოიტანეს დადგენილება, დანიშნეს ექსპერტიზები, ნიმუში აიღეს – რაც გააკეთეს იმაზეა საუბარი. ნებიერიძე ჯერ არაფერს ამბობს, ამბობს რომ ჩვენებას მისცემს. ხოლო ჩემთან რაც არ უნდა თქვას, მაგაზე კომენტარს ვერ გავკეთებ. მაგას ისიც ეყოფა, რომ საინფორმაციო ომი აქვს გამოცხადებული და ლამის უკვე ვერდიქტი აქვს გამოტანილი საინფორმაციო წყაროებიდან. რა თქმა უნდა, ირღვევა მისი უფლებები.

მე არ ვიცი, არ მინახავს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულება,რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა მის ბრალეულობას“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

კითხვაზე დროის იმ მონაკვეთში როდესაც დანაშაული მოხდა სად იმყოფებოდა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, ადვოკატი ამბობს, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა ის სახლში იყო და ამის მოწმე მხოლოდ მისი დედაა.

„იაგო ამბობს სახლში ვიყავიო. დედამისი ადასტურებს ამას“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

ადვოკატის ცნობით ნებიერიძე ამ საქმეზე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატის განცხადებით, ის ჩვენებას აუცილებლად მისცემს სასამართლოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42