გიგანტურმა ასტეროიდმა 2007 FT3, რომელიც ზომით 10-ჯერ აღემატება ცნობილ ტუნგუსის მეტეორიტს, მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და დედამიწისკენ მოემართება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა ტელეარხმა ren tv-მ გაავრცელა. დასახელდა მისი დედამიწასთან შეჯახების თარიღიც - 2019 წლის 3 ოქტომბერი. კატასტროფების მოყვარულთა განცხადებით, შეჯახება დედამიწის მოსახლეობისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 340 მეტრამდეა, 2007 წელს აღმოაჩინეს, თუმცა, მაშინ ითვლებდა, რომ ასტეროიდი მიმართულემას არ შეიცვლიდა და დედამიწას გვერდს ჩაუვლიდა.
ამ ინფორმაციით, რომ NASA-ს მეცნიერები ამჟამად იმ სცენარებზე მუშაობენ, თუ როგორ აიცილონ თავიდან კატასტროფა. ტელეარხის ინფორმაციით, ამის შესახებ მაისის განმავლობაში გახდება ცნობილი. სიუჟეტში ითქვა, რომ მიუხედავად სკეპტიციზმისა, მეცნიერები თავს იზღვევენ და ე.წ. "სწავლებებს" ატარებენ შესაძლო საფრთხის ასაცილებლად.
ren tv-ს ამ სიუჟეტს ფეიკი უწოდა რუსმა ასტრონომმა სერგეი იაზევმა, რომელიც აცხადებს, რომ ასტეროიდი ჩიტი არ არის ფრენის მარშრუტი ასე მოულოდნელად შეიცვალოს. მისი აზრით, ამ ასტეროიდზე დაკვირვება მისი აღმოჩენის შემდეგ მიმდინარეობს და ტრაექტორიის ცვლილება შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მისი თქმნი იგი "აპოლონის ჯგუფის" ასტეროიდებს განეკუთვნება და დღემდე ცნობილი იყო, რომ 2007 FT3 დედამიწას 2068 წელს ჩაუვლის უსაფრთხო მანძილზე (24 მილიონი კილომეტრი).
ამავე ინფორმაციას გამოეხმაურა РИА Новости-იც, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის კოსმონავტიკის ექსპერტმა ვიტალი ეგოროვმა ren tv-ს პროკურატურაში უჩივლა, ფეიკნიუსის გავრცელებისა და მოსახლეობაშ პანიკის დათესვის გამო.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს "აპოკალიფსი" აღდგომა დღეს, 28 აპრილს იყო "ნაწინასწარმეტყველები", რა დროსაც პლანეტა "ნიბირუს" დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება უნდა ამოეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






