"დაიჩოქე და რუსულ მიწას აკოცე!"- 5 წლის ბავშვზე ბაღის გამგემ იძალადა (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 18:52, 01 May, 2019     6951

ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც საბავშვო ბაღის გამგე ქალი ბავშვზე სხვა ბავშვების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს. ყველაფერი ორი ზრდასრული ქალის თვალწინ ხდება, თუმცა ისინი არანაირ რეაგირებას არ ახდენენ.

შემთხვევა, რუსეთში, კრასნოდარში მოხდა, ვიდეოს ავტორი ქალია, რომელიც ვიდეოს შორიდან იღებს და კადრს მიღმა ცდილობს თავის გაკვირვებულ და შეშინებულ შვილს აუხსნას, თუ რა ხდება საბავშვო ბაღის ეზოში.

საბავშვო ბაღის გამგე უხეში ძალის გამოყენებით ბავშვს მუხლებზე აყენებს და აიძულებს რუსეთის მიწას აკოცოს. როგორც ქალის საუბრიდან ჩანს ის ბავშვს ადანაშაულებს, თითქოს 5 წლის ბიჭმა განაცხადა, რომ „რუსული მიწა სძულს“. ვიდეოში ის ნაციონალიზმზე და მორალზე ლაპარაკობს.

მომხდართან დაკავშირებით, რუსულ მედიაში ბაღის გამგის კომენტარიც გავრცელდა, მისი თქმით, 5 წლის ბიჭი რთული ბავშვია, მისი ოჯახი კრასნოდარში საცხოვრებლად ერთ-ერთი სამხრეთ რესპუბლიკიდან მოვიდა. ბაღის გამგის თქმით, ბავშვმა გადმოსვლისთანავე დაიწყო სხვა ბავშვების შეწუხება. მისი განმარტებით ასეთი მკაცრი მეთოდით გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის იმ მიწის დაგფასება ესწავლებინა, რომელიც მას კვებავს. ბავშვთან ჩხუბის დროს ბაღის გამგე მას ცხოველსა და ნაბიჭვარს უწოდებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42