გამქრალი ბავშვი და ტრეფიკინგის საქმის ახალი დეტალები - „ერთ ბავშვს სიკვდილის შიში ჰქონდა... ერთერთი კი აშშ-ის მოქალაქეა“
სამართალი - 21:47, 26 Apr, 2019     10377

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა. ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ, გამოძიების მიერ გამოკვეთილ სხვა გარემოებებზე ისაუბრა: „აღნიშნულმა ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება, კერძოდ იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს, მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვნის დაბადების თარიღი 2018 წელია. აღნიშნული ქალბატონი მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლის და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ.

გამოძიების ფარგლებში, ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის ისე არასრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლებელია დოკუმენტები იყოს ყალბი. ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალბატონი არ არის მისი დედა, სამართალდამცველებთან საუბრისას მან სიკვდილის შიში გამოთქვა. გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ. გამოძიების პროცესში ჩვენ ავიღეთ როგორც ბავშვების ისე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევითი პროცესი რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შეიქმნა აღნიშნული ქალბატონის ბრალდების დასაბუთებული სტანდარტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. საერთოდ არ ვიცით ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ამ მხრივ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვინაიდან, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა და უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, ასევე გამოვლინდა მისივე ჩვენებითაც დადასტურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს რა მიზნით. მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42