ინტერპოლით ძებნილი რუსი ძმები - ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვები საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ საექსტრადიციო გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.
„მოგვიანებით ვიტყვი ყველაფერს, არის ეჭვები, რომ პროკურატურაში კორუფციაა,"- ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ვლადიმერ გლუშკოვი.
არსებული ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე, ძმები საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ. მათ რუსეთის ხელისუფლება თაღლითობასა და რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებს. ინტერპოლის მიერ ძებნილი დეპუტატები საქართველოში 6 თვის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ძმები პროკურატურის მაღალჩინოსნებს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ფულის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ ისინი დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს. გლუშკოვები ამ დრომდე საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, თუმცა სასამართლომ მხოლოდ პატიმრობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა გადაწყვეტილება. გლუშკოვები საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






