მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი დღეს დაასახელებს, რა რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან ჯიბღაშვილს.
"დღეს დავასახელებ რა რაოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან ლევან ჯიბღაშვილს"- ამბობს ამირან გიგუაშვილი.
ის ჟურნალისტებს 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელოდება.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო გუშინ შეეფარდა.
პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მსახიობს გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა განესაზღვრა.
მსახიობი ორი დღის წინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები






