სასამართლომ თბილისში მდებარე მაღაზიები სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის დააჯარიმა
სამართალი - 16:46, 23 Apr, 2019     1855

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის მაღაზიები “დი ოჯჯი” და TIME მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საქმე შეეხება 2017 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული აქციას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირს შეეძლო ესარგებლა ნივთებზე შემოთავაზებული ფასდაკლებით.

აქცია ეძღვნებოდა ვალენტინობის დღესასწაულს და აღნიშნული აქციით მაღაზიები აძლევდნენ მომხმარებლებს საჩუქრის შეძენის შესაძლებლობას საყვარელი ადამიანისა და მეორე ნახევრებისთვის.

აქციის ფარგლებში მაღაზიების მომხმარებლები, მხოლოდ ქალის ან მამაკაცის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებდნენ შესაბამისი ფასდაკლებით.

თორნიკე კუსიანი დაუკავშირდა აღნიშნულ მაღაზიებს და საკუთარი მამაკაცი პარტნიორისთვის საჩუქრის შეძენა დააპირა, სატელეფონო საუბრისას მოპასუხეებმა განუცხადეს რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნივთების შეძენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი აქციებით სარგებლობა და აქცია ვრცელდებოდა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებზე.

თორნიკე კუსიანმა ვერ ისარგებლა აქციით და სასურველი ნივთების შეძენა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ვერ შეძლო. მან მომართა “თანასწორობის მოძრაობა” სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით, ვინაიდან მიიჩნია რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.

“თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, მსგავს პირობებში მყოფ პირებთან შედარებით, იგი მოექცა უარეს მდგომარეობაში რამდენადაც მოპასუხემ არ გაითვალისწინა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების მოთხოვნილებები და ამ აქციით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოაქცია ის დისკრიმინაციულ გარემოში ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით.

სასამართლომ გაითვალისწინა “თანასწორობის მოძრაობის” დასაბუთება და “დი ოჯჯი” და TIME 100-100 ლარით დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42