22 წლის გევორქ სარქისიანის სასტიკი მკვლელობა - დაკავებულ 3 პირს 17 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 14:38, 23 Apr, 2019     1759

გევორქ სარქისიანის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულები - ე.მ., ს.მ. და რ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულები რ.დ., გ.კ. და უ.მ. - სსკ-ის 375-ე მუხლით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან, რაც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ს.მ.- მ და ე.მ.-მ მეგობარ რ.კ.-სთან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა. 2018 წლის 12 ივლისს, ს.მ.-მ და ე.მ.- მ, რ.კ.-სთან ერთად ნახეს გევორქ სარქისიანი. საუბრის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებისამებრ გევორქ სარქისიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იმავდროულად, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, სამივემ ხელთარსებული დანებით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ს.მ. -ს და ე. მ.-ს ნათესავმა რ.დ. - მ, ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო გევორქ სარქისიანის მკვლელობა. აქტიური მოქმედებით, კერძოდ, ე.მ.-ს დამალვაში ხელის შეწყობით, გ.კ.-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მეშვეობით, რომელმაც ასევე იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, სამეგრელოში ერთ-ერთ ოჯახში გადამალვით - ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.

რაც შეეხება უ.მ.-ს, რომელმაც ასევე ნამდვილად იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აქტიური მოქმედებით დამალა იგი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, რათა შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაში.

2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.

ს.მ. და რ.კ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად). საბოლოოდ თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გ.კ., რ. დ. და უ.მ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 12 ივლისის მოქმედი რედაქცია - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) და თითოეულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42