მარტივი და სწრაფი ტესტი იმისთვის, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობისა და საზოგადოებაში თქვენი ადგილის შესახებ გაიგოთ. აირჩიეთ ხეზე მყოფი ადამიანი:
თუ შენ აირჩიე ადამიანი , რომლის ნომერია 1, 3 6 ან 7, შენ მიზანდასახული ხარ და იცი, რა გინდა ამ ცხოვრებისგან.
თუ შენ აირჩიე ადამიანი , რომლის ნომერია 2, 11, 12, 18 ან 19, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შენ ძალიან მეგობრული და გულიანი ადამიანი ხარ, რომელიც მზადაა სხვების დახმარებისთვის ნებისმიერ დროს.
თუ შენ აირჩიე ადამიანი , რომლის ნომერია 4 , მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელიც თავის პრინციპებს მკაცრად იცავს. ცხოვრებაში ბევრის მიღწევა სურს, თუმცა ამისთვის ძალისხმევას არ იჩენს.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 5, მაშინ შენ დასვენება და სასიცოცხლო ენერგიის შევსება გჭირდება, რადგან მოტივაცია გაქვს დაკარგული და აუცილებელია რაიმეს შეცვლა.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 9, შენ მხიარული და პოზიტიური ადამიანი ხარ, შენთან არ მოიწყენენ.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 13 ან 21, შენ ჩაკეტილი და არაკონტაკტური ადამიანი ხარ.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 8, შენ საკუთარ სამყაროში ცხოვრობ და მასში უცნობ ადამიანებს ძალიან იშვიათად უშვებ.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 10 ან 15, გილოცავ- შენ სავსებით კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით. ადვილად ეგუები ნებისმიერ გარემოებას და ადვილად პოულობ გამოსავალს.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 14, მაშინ შენ უარყოფითი ემოციებით ხარ დატვირთული, თუ ფიქრობ რომ ამ გამოუვალ მდგომარეობას თავს დამოუკიდებლად ვერ დააღწევ, სპეციალისტს მიმართე.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 16, მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს ურთიერთობა, რომლის გამოც ზეწოლას და სტრესს განიცდის, თუნდაც ეს იყოს მეგობრული ურთიერთობა, შენ ძალიან დაიღალე ამით,
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 17- შენ გაგიმართლა, სიყვარულითა და ზრუნვით ხართ გარემოცული, მაგრამ ჯობია დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლოთ.
თუ შენ აირჩიე ადამიანი, რომლის ნომერია 20, მაშინ თვითშეფასებასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გიყვართ როდესაც თქვენ აზრს ითვალისწინებენ.
მასალის გამოყენების პირობები






