მეგან მარკლი მორიგი სამეფო ტრადიციის დარღვევას აპირებს, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრი ქალები აქამდე იცავდნენ და მშობიარობის შემდგომ ფოტოგადაღებაზე უარს ამბობს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მეგანი საკმაოდ ღელავს მშობიარობის გამო და მიაჩნია, რომ მედიასთან პოზირების ნერვები არ ექნება.
მოსალოდნელია, რომ სასექსის ჰერცოგინია შვილს აპრილის პოლოს ან მაისის დასაწყისში გააჩენს, გასულ კვირას გავრცელდა ცნობა, რომ ჰარიმ და მეგანმა გადაწყვიტეს რომ ბავშვის დაბადების დეტალები საიდუმლოდ შეინახონ.
ამასთანავე, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი შვილს იმ კლინიკაში არ გააჩენს, სადაც ქეით მიდლტონმა და პრინცესა დაიანამ იმშობიარეს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
ქეით მიდლტონმა და პრინცესა დაიანამ წმინდა მარიას ჰოსპიტალში, კერძო პაციენტებისთვის გახსნილ კორპუსში იმშობიარეს, რომელიც Lindo Wing-ის სახელობისაა. მეგან მარკლმა გადაწყვიტა მისი წინამორბედების მაგალითს არ მიბაძოს და მან და პრინცმა ჰარიმ მათ სახლთან ახლოს მდებარე სამშობიარო განყოფილებაზე გააკეთეს არჩევანი.
წმინდა მარია ჰოსპიტალში მშობიარეობა სამეფო ოჯახის წევრებისთვის ტრადიციული 1977 წლიდან გახდა, პრინცესა ანამ აქ გააჩინა თავისი ვაჟი პიტერი, 4 წლის შემდეგ კი გოგონა ზარაც. ამავე ჰოსპიტალში იმშობიარეს პრინცესა დაიანამ და ქეით მიდლტონმაც.



მასალის გამოყენების პირობები






