რომელი ადამიანები ითვლებიან იდეალურ მეუღლეებად და რა კავშირი აქვს ამასთან დაბადების დღეს
ეს საინტერესოა - 19:11, 17 Apr, 2019     4638

ქორწინების ხარისხი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მაგრამ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მეუღლეთა დაბადების წელია. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ოჯახის შექმნის დროს და ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნებისთვის ასტროლოგიის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასტროლოგია გვასწავლის, რომ, არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის და, შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ, რაც წილად ერგო კოსმოსიდან, დაბადების თვისა და წლის მიხედვით.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერ და კეთილშობილ ადამიანებად აღიქმებიან, ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები – უცნაურებად; კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებულები – მშვიდებად და ფლეგმატურებად; ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები კი – ენერგიული და მეომრის სულისკვეთების მქონე პიროვნებებად. ამის მიხედვით, არსებობს ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი

1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად კარგი მასწავლებლები არიან სიყვარულში, რადგან, სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ საწინააღმდეგო სქესის უამრავი წარმომადგენელი ერთად, ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი პარტნიორი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ – თავისუფლებას. ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მშვიდია და საკუთარ ნებას მშვიდად ახორციელებს. ისინი ხშირად ტოვებენ უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ, გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის პარტნიორი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ თავიანთი რჩეულები. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებითა და იმედგაცრუებებით არის სავსე.

3. მეომარი სულისკვეთების ჯგუფში ერთიანდებიან ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით მოსწონთ არაორდინარული ადამიანები. ისინი აღმერთებენ თავიანთ რჩეულს, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ, ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერასა და სიყვარულს.

4. მშვიდი ჯგუფის წარმომადგენლებს განეკუთვნებიან კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული. ისინი იდეალური გარეგნობის ვერ იქნებიან, მაგრამ, მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები ნაკლებად ერკვევიან სხვა სქესის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიასა და წვრილმანებში, მაგრამ, ცდილობენ მათი ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ, რჩეულს ხანგრძლივად შესთავაზონ მხურვალე გრძნობები, რადგან, მცირე ხნით ინთებიან სიყვარულის ცეცხლით. სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება მათ წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42