დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
სამართალი - 10:45, 17 Apr, 2019     977

დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირების ორგანიზებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ირანიდან სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოტანილი იქნა 36 394 ლარის საბაჟო ღირებულების ძრავის ზეთი. საბაჟო მოსაკრებლებისაგან და შესაბამისი გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულების მიერ დეკლარაციაში შეტანილი იქნა ყალბი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზეთის გატანა თითქოსდა უნდა განხორციელებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, შემდგომი რეალიზაციისათვის, გამოტანილ იქნა საბაჟო ტერმინალიდან და მალულად გადაიტვირთა სხვა სატვირთო ავტომანქანაში, ხოლო ის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თითქოსდა რეექსპორტით უნდა გაეტანა საქონელი, გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოს’’ კონტროლის ზონაში, თუმცა სატვირთო ავტომანქანაში რეალობაში ტვირთი განთავსებული არ იყო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში სამსახურებრივი დახმარების მიზნით, ბრალდებულებმა მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც მსგავსი სახით - შესაბამისი კონტროლის გარეშე თითოეული ავტომანქანის გატარების შემთხვევაში, ქრთამის სახით შესთავაზეს 500 აშშ დოლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე და 339-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით" - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42